სასწავლო პროექტი



,,ადამიანი და სუფთა გარემო“

პროექტის მთავარი იდეა/თემა/: 

,,მოუარეთ დედამიწას, ის საჩუქრად არ მიგიღიათ მშობლებისგან–იგი თქვენმა შვილებმა გათხოვეს“ 
                                                              /კენიური ანდაზა/. 

ამ ანდაზის მიხედვით, დედამიწა მომავლისაა და უნდა გავუფრთხილდეთ მას და შევინარჩუნოთ სუფთა გარემო.

პროექტის აქტუალობა: ადამიანის საქმიანობის შედეგად დიდი რაოდენობით მავნე ნარჩენები ხვდება ეკოსისტემებში. ჰაერში, წყალსა და ნიადაგში მოხვედრისას დაბინძურების გამომწვევი ნივთიერებები ერთვება წრებრუნვაშიარღვევს იქ მიმდინარე პროცესებს. გარემოზე მავნე ზემოქმედება ყველაზე მტკივნეულად ადამიანის ჯანმრთელობაზე აისახება. ქარხნებისა და ტრანსპორტის გამონაბოლქვი შეიცავს მავნე ნივთიერებებს, რომლებიც ატმოსფეროში გროვდება. იქ ისინი შედიან წყალთან რეაქციაში და წარმოქმნიან მჟავა წვიმებს, ასეთი წვიმები საფრთხეს  უქმნის მცენარეთა და ცხოველთა არსებობას, ადამიანის ჯანმრთელობას.
ჩვენი სკოლის VIII კლასის მოსწავლეებმა თემიდან გამომდინარე გადაწყვიტეს თავისი წვლილი შეეტანათ ამ პრობლემის შემსუბუქებაში. გადაწყვიტეს შეესწავლათ სკოლის ირგვლივ არსებული გარემო და დაესუფთავებინათ ის მავნე ნარჩენებისაგან.

პროექტის მიზნები: ისტ–ის გამოყენება პროექტის დაგეგმვის, განხორციელებისა და შეფასების პროცესში. მოსწავლეთა ჯგუფური მუშაობა მოცემულ დავალებაზე, კვლევა–ძიების უნარის გამომუშავება, ინფორმაციის მოპოვება, აზრთა გაცვლა და ურთიერთ–თანამშრომლობა.

მოსწავლეთა ასაკი: 13-14 წელი.

ვადები და ხანგრძლივობა: 3 დღე.

მოსალოდნელი შედეგები:  ბუკლეტები, სურათები...

პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსებია: ხელთათმანები, ტომრები, ქაღალდები, ფოტოაპარატი.

პროექტის მსვლელობა /ძირითადი აქტივობები/:
1. ბავშვები დავყავი 3 ჯგუფად,თითოეულ ჯგუფში იყო 4 მოსწავლე.
2. პირველმა ჯგუფმა მოიძია ინფორმაცია ინტერნეტის საშუალებით თემის ირგვლივ.
3. მეორე ჯგუფი ასუფთავებდა მათთვის განკუთვნილ ტერიტორიას.
4. მესამე ჯგუფი შეგროვილ ნარჩენებს ათავსებდა ტომრებში.

საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
VIII  კლასის საგნობრივი პროგრამა ბიოლოგიაში. სტანდარტი.
ბიოლ. VIII. 1. მოსწავლეს შეუძლია განსაზღვროს კვლევის საგანი და კვლევის ეტაპები. 
2. მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს ჯანსაღი  ცხოვრების წესის მნიშვნელობა ადამიანისათვისთვის.

პროექტის ხელმძღვანელი:  ნინო ჭიღლაძე.

ხელმძღვანელის ელ-ფოსტა: ninochigladze13@gmail.com